Saturday, October 10, 2009

"მზიანი გულის მწერალი"



პროექტის სახელი: „მზიანი გულის მწერალი“

პროექტის მიზანი: ნ.დუმბაძის საყმაწვილო
ნაწარმოებების გაცნობა

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ბიოგრაფიულ ცნობებს ნ. დუმბაძის შესახებ. შეარჩევენ საბავშვო ლექსებს და მოთხრობებს.
მოეწყობა შემოქმედებითი საღამო. გაითამაშებენ სცენებს დუმბაძის ნაწარმოებებიდან. წაიკითხავენ მის ლექსებს. გააკეთებენ პრეზენტაციას, შერჩეულ ლექსებზე შექმნიან ილუსტრაციებს.

მონაწილეობა,ასაკი:9-10 წელი. IV-VIკლასები.

ვადები,ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:
დამხმარე ლიტერატურის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში შემოქმედებითი საღამოს და გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი: ესთეტიკის ჩამოყალიბება, ჯგუფური მუშაობის უნარის განმტკიცება. ხატვის, მუსიკალური უნარის გამოვლენა.

სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეთა და მშობელთა დაინტერესება ნ.დუმბაძის შემოქმედებით. ესთეტიკური განცდის მინიჭება.

საგნებთან, საგანთა ჯგუფებთან, ერ.სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნებასთან (ნახატების შექმნა), მუსიკასთან (სიმღერების შესწავლა), თეატრთან (ინსცენირების დადგმა), ინფორმატიკასთან (ისტ.ის საშუალებების გამოყენება).

პროექტის ფასილიტატორი: მარიკა კარელიძე.
ჩემი პორტფოლიო